Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში აფეთქება მოხდა


საუდის არაბეთიდან მოსული ინფორმაციით, წმინდა ქალაქ მედინაში მუჰამედის მეჩეთთან აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია ალ არაბიას ცნობით თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ადგილას მოიყვანა მოქმედებაში, სადაც მლოცველები რამადანის მარხვის დასრულებას აღნიშნავდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი სამართალდამცველი და ექსტრემისტი დაიღუპნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს აფეთქების შედეგად დამწვარი მანქანა. 4 ივლისს საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქში კიდევ ორ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, თუმცა არავინ დაღუპულა.

XS
SM
MD
LG