Accessibility links

ცხინვალი „ქართველი დივერსანტის“ დაკავებას იტყობინება


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ეს ფაქტი უარყო საქართველოს დაკავებულია სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“. ამ ინფორმაციას და სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდული უწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორც ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” იუწყება სუსზე დაყრდნობით, გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე დაისვა.

XS
SM
MD
LG