Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. უმთავრესი საკითხი, რომელსაც თბილისის დელეგაცია დასვამს, მშვიდობიანი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ადეკვატურად დასჯაა. აფხაზურმა სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, რაშიდ კანჯი-ოღლის ივნისში შეუფარდა შინაპატიმრობა. გალიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 19 მაისს მოკლეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში.

XS
SM
MD
LG