Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში


მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციაში საქართველოს პოზიცია უცვლელი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. „ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განმარტებით, მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.

XS
SM
MD
LG