Accessibility links

logo-print

დალასელი შეირაღებული პირი: „თეთრკანიანების დახოცვა მინდოდა“


დალასში პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლულმა შეიარაღებულმა პირმა განაცხადა, რომ „უნდოდა თეთრკანიანების, განსაკუთრებით თეთრკანიანი პოლიციელების დახოცვა“. ამის თაობაზე იტყობინება პოლიცია. დალასის პოლიციის უფროსმა, დევიდ ბრაუნმა განაცხადა 8 ივლისს, რომ ეჭვმიტანილმა შუამავლებს უთხრა, რომ განაწყენებული იყო პოლიციის მიერ შავკანიანების დახოცვის გgმო. მანვე თქვა, რომ მარტო მოქმედებდა. ხუთი პოლიციელი მოკლეს და შვიდი დაჭრეს სნაიპერის ტყვიით აშშ-ის ქალაქ დალასში, 7 ივლისს. ინციდენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "საზიზღარი" უწოდა. ადრე პოლიციამ გამოაცხადა, რომ სულ მცირე ორი პირი ისროდა და ისინი ჩასაფრებული იყვნენ. ცნობით, პოლიციამ დააკავა სამი ეჭვმიტანილი სანამ მეოთხეს მოკლავდა. ეს მკვლელობა, აშშ-ის პოლიციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე. დემონსტრაცია მოჰყვა ლუიზიანის და მინესოტის შტატების პოლიციელების მიერ, დაკავებისას ორი აფროამერიკელის მკვლელობას. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ კვირაში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პოლიციელების მიერ ორი აფროამერიკელის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალები. ამ ჩანაწერების თანახმად, მინესოტის შტატში პოლიციელებმა მიწაზე მწოლიარე აფროამერიკელს, ფილანდო კასტაილას ესროლეს, ლუიზიანაში კი ალტონ სტერლინგს, რომელმაც ხელი ჯიბისკენ წაიღო მას შემდეგ, რაც დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვეს.

XS
SM
MD
LG