Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გადასინჯავენ უზბეკი აქტივისტის მიმართ გამოტანილ განაჩენს


ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო ცნობილი ეთნიკურად უზბეკი აქტივისტის, აზიმჟან ასკაროვის საქმის გადასინჯვა. ასკაროვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით. საქმის ხელმეორედ განხილვა დაიწყო 11 ივლისს ჟურნალისტებით და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით სავსე დარბაზში. ბიშკეკზე საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ივნისში გამოაცხადა, რომ საქმის გარშემო ვითარები შეცვლის გამო გადაწყვიტა კვლავ მისი განხილვა.

XS
SM
MD
LG