Accessibility links

ირანში ბრალი წაუყენეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სამ პირსა და ერთ ლიბანელს


ირანმა განაცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე სამ პირს, ასევე ერთ ლიბანელ მოქალაქეს, წაუყენეს ბრალი და მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს. არ არის ცნობილი, რაში დაადანაშაულეს ეს პირები. მედიას მოჰყავს თეირანის პროკურორის, აბას ჯაფარი დოლათაბადის სიტყვები, რომ სასამართლოს გადაეცა ირანული წარმოშობის კანადელი მკვლევრის ჰომა დუდფარის, ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის, საიმაკ ნამაზის, ირანული წარმოშობის ბრიტანელის, „თომსონ როიტერსის ფონდის“ თანამშრომლის, ნაზანინ ზაღარი-რეტკლიფისა და ლიბანელი პროგრამისტის, ნიზარ ზაკას საქმეები. პროკურორს არ უთქვამს, რაში ადანაშაულებენ ამ ოთხ პირს.

XS
SM
MD
LG