Accessibility links

logo-print

უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს 40 წელი შეუსრულდა რუსეთის ციხეში


უკრაინელი რეჟისორის, რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვის ახლობლები და მხარდამჭერები მის დაბადების დღეს აღნიშნავენ. სენცოვს 13 ივლისს 40 წელი შეუსრულდა. ეს არის მისი უკვე მესამე დაბადების დღე, რომელსაც ციხეში ატარებს მას შემდეგ, რაც რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს ოკუპირებულ ყირიმში მისი აქტივობის გამო. სენცოვის სასამართლო პროცესი მკაცრად გააკრიტიკა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“. სენცოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უკანონოდ იდევნება ყირიმის ოკუპენტების მიერ. ის 20-წლიან პატიმრობას იხდის. რუსეთში მასთან ერთად გასამართლებულ ალექსანდრ კოლჩენკოს 10 წელი მიუსაჯეს. მათთვის წაყენებული ბრალდებები იყო ყირიმში კრემლის მომხრე პოლიტიკური პარტიის ოფისის დაწვა და სიმფეროპოლში ლენინის ძეგლის აფეთქების დაგეგმვა. ბრალდებებს ორივე უარყოფს.

XS
SM
MD
LG