Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ წყაროები ადასტურებენ ომარ ალ შიშანის დაღუპვას


ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლ ქვეშ მყოფი მედიით გავრცელდა ცნობა. ექსტრემისტთა ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ლიდერის, ომარ ალ შიშანის დაღუპვის შესახებ. ცნობების თანახმად, ალ შიშანი ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს, ალ სირქატში მოკლეს ერაყის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც ალყაში ჰყავთ მოქცეული ექსტრემისტთა მთავარი ციტადელი. აშშ-ისა და ერაყის წყაროები ჯერ კიდევ მარტში იუწყებოდნენ ალ შიშანის დაღუპვას აშშ-ის საავიაციო იერიშის შედეგად,სირიის ტერიტორიაზე. ომარ ალ შიშანი საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, ეთნიკური ჩეჩენი თარხან ბათირაშვილია. იგი, როგორც საქართველოს არმიის ჯარისკაცი, მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. მოგვიანებით იგი არმიიდან დაითხოვეს მძიმე ავადმყოფობის გამო. 2009 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თარხან ბათირაშვილს პატიმრობა მიუსაჯა იარაღის უკანონო შენახვის გამო. თუმცა, მსჯავრდებული მალევე შეიწყალეს და გაათავისუფლეს ციხიდან. „ისლამურ სახელმწიფოს“ კონტროლირებადი სააგენტო „აამაყი“ უარყოფდა მარტში ალ შიშანის დაღუპვას. თუმცა, ექსტრემისტთა წყაროებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათი ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი არ იყო მოკლული. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გადამოწმება.

XS
SM
MD
LG