Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად


შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელებმა ოფიციალურად დაასახელეს მილიარდერი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის კანდიდატად მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ტრამპი ამ ფუნქციისათვის შეუსაბამო კანდიდატია. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა გამოაცხადა კანდიდატი წელს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის: „ოფიციალურად ვაცხადებ დონალდ ტრამპსა და მაიკლ პენსს შეერთებული შტატების პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად“, გამოაცხადა 19 ივლისს პოლ რაიანმა. პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში ტრამპმა გზიდან ჩამოიცილა 16 კონკურენტი. მოსალოდნელია, რომ 8 ნოემბრის არჩევნებში ის დაუპირისპირდება ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, რომლის კანდიდატად ნომინირებაც მომავალ კვირაშ დემოკრატების ყრილობაზეა მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG