Accessibility links

logo-print

ერევანში მომხდარ შეტაკებაში სულ მცირე 45 კაცი დაშავდა


სომხეთში ასობით დემონსტრანტს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა საკვები მიეწოდებინა შეიარაღებული პირებისთვის, რომლებმაც მძევლად აიყვანეს პოლიციელები. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი საპასუხოდ ძალა - მათ შორის ხმოვანი ხელყუმბარებიც გამოიყენა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შეტაკების შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში იქნა მოთავსებული სულ მცირე 45 კაცი. ექიმთა თქმით, დაშავებულთა შორის 25 პოლიციის თანამშრომელია, სხვები კი - სამოქალაქო პირები. სომხური და რუსული მედია იუწყება, რომ მძიმედ არის დაშავებული სომხეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი, 64 წლის მოვსეს შავერდიანი .დაძაბულობა სომხეთში მეხუთე დღეა გრეძლდება. სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG