Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის პოლიცია სავარაუდო დაჭრილებისა და დახოცილების შესახებ იუწყება


მიღებული ცნობების თანახმად, მიმდინარეობს სპეცოპერაცია გერმანიის ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სროლა ატეხა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ცენტრში სავარაუდოდ არიან დაჭრილები და დაღუპულებიც, რასაც თვითმხილველებიც მოწმობენ. გაზეთი მიუნხენ აბენდზეიტუნგი კი იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად 15 კაცი დაიღუპა. პოლიციას სავაჭრო ცენტრი გარშემო საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გადაკეტილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა.

XS
SM
MD
LG