Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოწყობილ ორ აფეთქებას 61 ადამიანი ემსხვერპლა


ორი აფეთქება მოხდა დემონსტრაციის დროს ქაბულში, სადაც ათასობით ადამიანი, ავღანეთის ეთნიკური უმცირესობის, ხაზარების წარმომადგენლები, პროტესტს გამოთქვამდნენ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის გამო. აფეთქებებს ემსხვერპლა 61 ადამიანი, დაჭრილთა რიცხვი 200-ს აღწევს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერ აღწევდნენ მომხდარის ადგილთან, რადგან მთავრობამ გზები გადახერგა, რათა დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან არ მისულიყვნენ. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ თურქმენეთიდან ქაბულამდე გამავალი 500-კილოვატიანი ელექტროდაგამცემი ხაზის მარშრუტის გადატანას იმ რეგიონიდან, სადაც ხაზარები სახლობენ.

XS
SM
MD
LG