Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თვითმრინავებმა დაბომბეს ბაზა, რომელსაც აშშ და ბრიტანეთი იყენებენ


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიაში სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთში, იორდანიის საზღვართან, და რომელსაც აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებენ. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, ბაზაზე მყოფი ბრიტანული კონტინგენტი სხვაგან იქნა გადაყვანილი 24 საათით ადრე, ვიდრე დაბომბვა მოხდებოდა. რუსეთის სამიზნე იყო აშშ-ისა და ბრიტანეთის ძალების საიდუმლო ბაზა, წაიკითხავთ სტატიაში. თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სამეთაურო შტაბმა კატარში ამცნო რუსეთის შტაბბინას სირიის ქალაქ ლატაკიაში, რომ ამ ბაზას აშშ და ბრიტანეთი „ისლამურ სახელმწიფოს" ექსტრემისტებთან საბრძოლველად იყენებენ. ამას მოჰყვა რუსეთის ავიაციის მეორე თავდასხმა იმავე ბაზაზე. დაიხოცნენ იქ მყოფი სირიელი მეამბოხეები. აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა და დაზვერვის წარმომადგენელმა გაზეთს უთხრეს, რომ ეს დაბომბვა ნაწილი იყო რუსეთის ზეწოლისა ვაშინგტონზე, დათანხმებოდა სირიის ცაში უფრო ახლო თანამშრომლობას. თავდასხმების გამო ვაშინგტონს ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG