Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთთან „პრაგმატული პოლიტიკის“ შედეგებზე ისაუბრა


ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა. „ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან, „- განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალში აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე.

XS
SM
MD
LG