Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ბახი რუსი სპორტსმენების მიმართ „ნაწილობრივ სანქციებს“ ემხრობა


საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის თავმჯდომარემ დაიცვა ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რუსი ათლეტებისათვის ნაწილობრივი სანქციების დაწესების შესახებ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯომარემ თომას ბახმა 31 ივლისს ასეთ სანქციებს ”წინასწარი“ უწოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთში სპორტის მრავალ სახეობაში სისტემურ ხასიათი ჰქონდა დოპინგის გამოყენებას, კომიტეტმა გადაწყვიტა არ აეკრძალა რიოს ოლიმპიადაში რუსი ათლეტებისათვის მონაწილეობა. ნაცვლად ამის კომიტეტმა შეიმუშავა კრიტერიუმების სია, რომელსაც სპორტსმენები უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის ბიოგრაფიაში არ უნდა იყოს დოპინგის გამოყენების არც ერთი შემთხვევადა სპორტსმენს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზობებისათვის საჭირო ტესტირება. აქედან გამომდინარე, ადრე შერჩეული 370-ი სპორტსმენიდან რიოს ოლიმპიადაში მხოლოდ 250-ი მიიღებს მონაწილეობას. მრავალმა საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ და ათლეტმა გააკრიტიკეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უპრინციპო გადაწყვეტილება, ზოგიერთებმა კი თომას ბახს გადადგომისაკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG