Accessibility links

სომხეთის შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა


სომხეთის ოპოზიციურმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ორ კვირაზე მეტი ჰქონდა დაკავებული ერევნის პოლიციის ერთ-ერთი რაიონული შენობა, იარაღი დაყარა და ხელისუფლებას ჩაბარდა. ამის შესახებ იუწყება ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახური, რომლის ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერევნის რაიონული ქვეგანყოფილება თავისუფალი, ხოლო 20 „ტერორისტი“ საპატიმროშია გადაყვანილი. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG