Accessibility links

logo-print

ტრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების განხილვას


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხს. ტრამპმა 31 ივლისს ტელეინტერვიუში თქვა, რომ აპირებს განიხილოს ეს საკითხი. ყირიმის მოსახლეობას, როგორც ვიცი, რუსეთთან ყოფნა ურჩევნია იმას, სადაც მანამდე იყო, ამიტომ ეს უნდა განვიხილოთო - განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა. შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოლიტიკაა უარი ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის აღიარებაზე. ამავე ინტერვიუს დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან - არც შეხვედრია და არც ტელეფონით უსაუბრია ვლადიმირ პუტინთან.

XS
SM
MD
LG