Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მომხდარ თავდასხმას 60 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა


ოთხშაბათს საღამოს, ლონდონში მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ბიბისის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს ლონდონის ცენტრში მდებარე რასელის მოედანზე. ერთ-ერთი დჭრილი, 60-ოდე წლის ქალი, მოგვიანებით გარდაიცვალა. „სკოტლანდ იარდის“ განცხადებით, ინფორმაციის მიღებიდან ექვს წუთში პოლიციელებმა დააკავეს თავდამსხმელი, რომელიც 19 წლისაა. მის ვინაობას ლონდონის პოლიცია ჯერჯერობით არ ამხელს. ქალაქის მერმა სადიყ ხანმა ლონდონელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ სიფრთხილე და პოლიციას აცნობონ ყველა საეჭვო პირისა თუ საგნის შესახებ. სადიყ ხანის განცხადებით, მისი პრიორიტეტი ლონდონელთა უსაფრთხოებაა. 3 აგვისტოდან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეულით გაიზარდა შეიარაღებული პოლიციელების რიცხვი. ლონდონის პოლიციის უფროსის, ბერნარდ ჰოგან-ჰოუს განცხადებით, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში მომხდარი თავდასხმების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ლონდონის ქუჩებს შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით აკონტროლებდნენ შეიარაღებული სამართალდამცველები.

XS
SM
MD
LG