Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში სტიქიური უბედურების შედეგად 15 კაცი დაიღუპა


სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა ძლიერი გრიგალისა და 7 აგვისტოს ღამით მოვარდნილი წყალდიდობის შედეგად მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. მაშველები ცდილობენ სტიქიის ზონიდან გადარჩენილი ადამიანების ევაკუაციას. დაკარგულად ითვლება ექვსი კაცი. „ეს არის დიდი უბედურება, რომლის მსგავსი ჩვენ არასოდეს განგვიცდია“, - განაცხადა სკოპიეს მერმა კოჩე ტროიანოვსკიმ. ადგილობრივი მედიის თანახმად ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს აღემატება, წყლის დონე კი რიგ ადგილებში მეტრ-ნახევარს აღწევს. წყალდიდობის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა შემოვლითი მაგისტრალი.

XS
SM
MD
LG