Accessibility links

logo-print

ბაქოში იმართება აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრები


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის კასპიის რეგიონში ახალ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე ესაუბრება აზერბაიჯანელ და ირანელ კოლეგებს. სამი პრეზიდენტი დღეს ბაქოში მართავს შეხვედრებს. პუტინი ცალ-ცალკე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ერთობლივი შეხვედრის დაწყებამდე. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები გაააქტიურებს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის პროექტს. ცნობების თანახმად, იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანსა და ირანზე გამავალი მარშრუტი ხელს შეუწყობს ვაჭრობას ტვირთების გადატანის მნიშვნელოვნად გაიაფების შედეგად.

XS
SM
MD
LG