Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დელტა" ისევ შეუდგა ავიარეისების შესრულებას


აშშ-ის ავიაკომპანია „დელტა ეარ ლაინზ“-ი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ისევ შეუდგა ავიარეისების შესრულებას მას შემდეგ, რაც ფრენის შეჩერება მოუხდა კომპიუტერული სისტემის მოშლის გამო. განცხადებით, რომელიც 8 აგვისტოს გაავრცელა კომპანიამ, პრობლემა გამოიწვია ქალაქ ატლანტაში, კომპანიის სათავო ოფისში წუხელ ელექტროენერგიის გამორთვამ. შედეგად დაყოვნდა რეისები მთელ მსოფლიოში, გამოირთო ეკრანები აეროპორტებში და კომპანიის ვებსაიტებზე, რომლებიც იძლეოდა განახლებულ ინფორმაციას რეისების შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ფრენის ნაწილობრივ განახლებაზე, თუმცა მოსალოდნელია გარკვეული რეისების გადადება ან გაუქმება. კომპანია ტვიტერში ზერს, რომ უდენობის გამო მოუხდა 300-მდე რეისის გაუქმება. ჩვეულებრივ, „დელტა“ დღეში 5000-მდე რეისს ასრულებს.

XS
SM
MD
LG