Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება


ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ 9 აგვისტოს საღამოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმისჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. საქმე ეხებოდა ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, რე-ფერენდუმზე ამომრჩევლებს პასუხი უნდა გაეცათ შემდეგ კითხვაზე : - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

XS
SM
MD
LG