Accessibility links

logo-print

პუტინმა ყირიმთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს შეხვედრა ჩაატარა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უშიშროების საბჭოს შეხვდა და განიხილა ყირიმში დამატებითი უშიშროების ზომების შემოღება. რუსეთი ბრალს დებს უკრაინას, რომ ის ყირიმის ნახევარკუნძულზე დივერსიების მოწყობას ცდილობს. კრემლის ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, რომ შეხვედრაზე გადაწყდა ანექსირებული ნახევარკუნძულის სახმელეთო და საზღვაო „საზღვრებზე“ უსაფრთხოების გამკაცრება. მანამდე, უკრაინის უშიშროების ძალების პრესმდივანმა ვლადისლავ სელეზნიოვმა თქვა, რომ უკრაინას გააჩნია საკმარისი სამხედრო რესურსი, რათა თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში და რომ ისინი გააგრძელებდნენ ვითარების მონიტორინგს ყირიმში. პუტინმა უკრაინა დაადანაშაულა, რომ „ტერორის“ გზა ამჯობინა მშვიდობას და გააფრთხილა კიევი, რომ მოსკოვი „სერიოზულ ზომებს“ მიმართავს ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დასაცავად. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 10 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისი ორი აგენტი მოკლეს სხვადასხვა ინციდენტის დროს - უშიშროების ამ სამსახურის ვერსიით - უკრაინის მცდელობისას, დივერსანტები შეეგზავნა ყირიმის ტერიტორიაზე. კიევი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG