Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 15 აგვისტოს შეხვდებიან


მოსკოვის თანახმად, რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს და სირიის და უკრაინის შესახებ გამართავენ მოლაპარაკებებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა რუსეთს ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება. რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება ძალიან დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა დაადანაშაულა ანექსირებულ ყირიმში დივერსიული ჯგუფის შეგზავნისა და რუსეთის უშიშროების ორი თანამშრომლის მკვლელობის გამო. შტაინმაიერის ვიზიტს წინ უძღოდა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, სადაც მხარეებმა განიხილეს სირიაში შექმნილი ვითარება. გერმანია ალყაში მოქცეული სირიის ქალაქ ალეპოში "საჰაერო ხიდის" გახსნის ინიციატივით გამოდის

XS
SM
MD
LG