Accessibility links

logo-print

ბოკო ჰარამმა გაავრცელა გატაცებული სკოლის გოგოების ამსახველი ვიდეო


ისლამისტურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ბოკო ჰარამმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს ათობით ნიგერიელი სკოლის გოგო, რომლებიც ორი წლის წინ სკოლა პანსიონიდან გაიტაცეს. ბოკო ჰარამმა სკოლის მოსწავლე 270 გოგო 2014 წლის აპრილში ქალაქ ჩიბოკიდან გაიტაცა. მათგან 200 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვიდეო კადრებზე გამოსახულ გოგოებს შავი ისლამური სამოსი აცვიათ. ზოგიერთი დგას, ხოლო ზოგიერთი ზის ნიღბიანი მამაკაცის გარეშემო, რომელსაც ხელთ უპყრია საბრძოლო იარაღი. სამხედრო ფორმიანი კაცი მოუწოდებს ნიგერიის მთავრობას, რომ ტყვეობაში მყოფი მისი თანამებრძოლები მძევალ გოგოებში გაცვალოს.

XS
SM
MD
LG