Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო


პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ორი საკონსტიტუციო ინიციტივა უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიუროს მომდევნო სხდომა 17 აგვისტოს ჩატარდება. 15 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს უნდა განეხილა განაცხადი კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერის შესახებ. ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. ამასთან, ბიუროს უნდა ემსჯელა თავად დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე, იმის თაომაზე, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც ქართველი ხალხის სურვილზეა საუბარი, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

XS
SM
MD
LG