Accessibility links

logo-print

აშშ-მა თავშეკავებისკენ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმმა რუსეთსა და უკრაინას თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან განაცხადა მას შემდეგ, რაც წინა დღით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის ტერიტორიაზე „რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას“. 19 აგვისტოს ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა პოროშენკოს და „გადასცა, რომ აშშ-მა რუსეთს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მსოფლიო თვალყურს ადევნებს და ხაზს უსვამს ვითარების დეესკალაციის აუცილებლობას,“ იტყობინება თეთრი სახლი. ბაიდენმა ასევე „თავშეკავებისკენ მოუწოდა უკრაინას“, იტყობინება ამერიკის ადმინისტრაცია. სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორივე ლიდერმა გამოთქვა შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებების რაოდენობის ზრდის გამო. ბაიდენსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც პენტაგონი გამოვიდა მოწოდებით, არ გააზვიადონ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ჯარების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებული ხმაური.

XS
SM
MD
LG