Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: აღმოსავლეთ უკრაინაში იკლო სამხედრო მოქმედებებმა


უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ შაბათს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სამხედრო საკითხებში ალექსანდრ მოტუზიანიკმა. მისი თქმით, ლუგანსკის მიმართულებით შემცირდა მოწინააღმდეგის აქტიურობა. უკანასკნელ ორ დღესთან შედარებით დონეცკის მიმართულებითაც შემცირდა ცეცხლის გახსნის რიცხვი. მთლიანობაში იკლო მოწინააღმდეგის აქტიურობამ მარიუპოლის მიმართულებითაც. ამასობაში დონბასში სამხედრო ოპერაციის შტაბმა სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, 18-19 აგვისტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს 24 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG