Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა მოითხოვს რესტორნის თანამშრომლების რეპატრიაციას სამხრეთ კორეიდან


ჩრდილოეთი კორეა მოითხოვს რესტორნის თანამშრომლების რეპატრიაციას, რომლებიც სამხერთ კორეაში გადავიდნენ მიმდინარე წელს. „ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას მანამდე, სანამ არ შევძლებთ ჩვენი ქალების გადარჩენას“ - ნათქვამია ფხენიანის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა კვირას. გასულ კვირაში სამხრეთმა კორეამ განაცხადა, რომ ჩინეთში მდებარე ჩრდილოეთ კორეის რესტორნის 12 თანამშრომელი და მათი მენეჯერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთმა კორეამ მათთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა. ოფიციანტები, რომლებიც ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის რესტორანში მუშაობდნენ, აპრილში გაიქცნენ სამხრეთ კორეაში. ფხენიანის თანახმად, სეულმა მოიტაცა ისინი. სამხრეთი კორეა კი აცხადებს, რომ რესტორნის თანამშრომლები საკუთარი ნებით გადავიდნენ სამხრეთ კორეაში. ჩრდილოეთ კორეას საზღვარგარეთ მოეპოვება 130-მდე რესტორანი, რაც ფხენიანისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. როგორც წესი, თანამშრომლებს რეჟიმის მიმართ ლოიალობის პრინციპით არჩევენ.

XS
SM
MD
LG