Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

XS
SM
MD
LG