Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტის სპიკერი: რუსეთი ირანის სამხედრო ბაზას კვლავ იყენებს


ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ რუსეთის ავიაცია კვლავ განაგრძობს ირანის სამხედრო ბაზის გამოყენებას სირიის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელების მიზნით. ლარიჯანიმ ეს სამშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა პარლამენტის სხდომაზე. მანვე თქვა, რომ თეირანი და მოსკოვი ერთიანი არიან ტერორიზმთან ბრძოლაში. ჰამადანის ბაზა ირანს რუსეთისთვის არ გადაუცია, თვითმფრინავები სხდებიან და საწვავის აღების შემდეგ განაგრძობენ ფრენასო, ავრცელებს ირანის მედია ლარიჯანის სიტყვებს. გუშინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთმა დაასრულა ირანის ბაზის გამოყენება.

XS
SM
MD
LG