Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერმა მკაცრად გააკრიტიკა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს 23 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ძალაში დარჩა საერთაშორისო პარაალიმპიური კომიტეტის განაჩენი, არ დაუშვან პარალიმპიურ თამაშებზე რუსეთის პარალიმპიური გუნდი. მედვედევმა სასამართლოს დადგენილებას ცინიკური უწოდა და თქვა, ეს არის დარტყმაშ ეზღუდული შესაძლებლობის პირებზე, არა მხოლოდ რუსეთშიო. რუსეთმა მანამდე გაასაჩივრა საერთაშორისო პარაალიმპიური კომიტეტის განაჩენი, რომელიც დოპინგს უკავშირდებოდა. სასამართლომ, რომელსაც შვეიცარიაში უდევს ბინა, განაცხადა, რომ კომიტეტს არ დაურღვევია აკრძალვის წესი. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა 7 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუს პარალიმპიელებსაც მოიცავს დოპინგის სისტემა, რომელიც რუსეთში მთავრობის მხარდაჭერით მოქმედებს და ამის გამო რუსეთის გუნდს არ დაუშვებენ რიო-დე-ჟანეიროში 7-18 სექტემბერის პარალიმპიურ თამაშებზე.

XS
SM
MD
LG