Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ დაგმო თურქეთის მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევა


სირიის მთავრობამ დაგმო თურქეთის სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღეს დილით ჩრდილოეთ სირიაში დაიწყო. თურქეთის ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ჯარაბლუსზე, რომელსაც 2013 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ სირიელი მეამბოხეები“სირიის განთავისუფლების არმიიდან“, რომელთაც ანკარა უჭერს მხარს. სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა თურქეთის და აშშ-ს ავიაციის მხარდაჭერით. მისი მიზანია თურქეთის საზღვართან გამაგრებული „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების განდევნა. სირიის მთავრობამ ოპერაციას სირიის სუვერენიტეტის შელახვა უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის ტერორიზმის ბრძოლასთან საბაბით დაწყებული სამხედრო აგრესია.

XS
SM
MD
LG