Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ


ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ჩემპიონებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი სწორედ გულშემატკივართა მხარდაჭერაა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქროსი, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოსი - მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG