Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგება


თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, 16:00 საათზე საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მოისმენენ თბილისის მერის მოხსენებას თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე.22 აგვისტოს საკრებულოს 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთობლივი განცხადებით მოითხოვა თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლა.

XS
SM
MD
LG