Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღეს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


მოლდავეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ანტი სამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად, რომელიც გაიმართა მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის დროს. ასეულობით დემონსტრანტი შეიკრიბა კიშინიოვის მთავარ მოედანზე. დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგებს, ქურდებო! გრცხვენოდეთ! როცა ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოთიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ყვავილები მიიტანეს შუა საუკუნეობრივი გმირის, მოლდავეთის მთავრის, შტეპან დიდის ძეგლთან. სკვერში შესვლის უფლება მხოლოდ მცირე ოდენობის მოქალაქეებს მისცეს. შეტაკებისას არავინ დაშავებულა. ტიმოთიმ თქვა, რომ მოლდავეთის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას ძირს უთხრის უცხოეთის ჯარის ყოფნა მის ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის მიუხედავად. ის გულისხმობდა რუსეთის სამშვიდობო ძალებად წოდებულ რაზმებს, ათას სამხედროს, პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. მოლდავეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას, 1991 წლის 27 აგვისტოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG