Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში მისი ოპერაციის შედეგად მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული ექსტრემისტების გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰამად ალ-ადნანი. სამინისტროს მიერ 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 40 ისლამისტი ექსტრემისტი მოკლეს საჰაერო თავდასხმების მთელი სერიის შედეგად და ამ ექსტრემისტებს შორის იყო ალ-ადნანი. 30 აგვისტოს კი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჩაატარა საჰაერო ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო აბუ მუჰამად ალ-ადნანის წინააღმდეგ. ამასთან, პენტაგონს არ დაუდასტურებია ცნობა მისი დაღუპვის შესახებ: მისი ინფორმაციით, ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები ჯერ კიდევ იკვლევენ სამხედრო ოპერაციის შედეგებს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაყმა“ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა სირიაში, ალეპოს პროვინციაში ალ-ადნანის დაღუპვის შესახებ. პენტაგონის პრესმდივნის, პიტერ კუკის განმარტებით, ალ-ადნანი იყო უცხოეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციების მთავარი დამგეგმავი და ჯგუფის მთავარი სპიკერი.

XS
SM
MD
LG