Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ოთხ ათლეტს ჩამოართვა ოლიმპიური მედლები


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ოთხ ათლეტს (სამ რუსს და ერთი სომეხს) ჩამოართვა 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები დოპინგზე შესამოწმებელი სინჯების ხელახლა შემოწმების შემდეგ. ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ზომებს მიმართეს სულ ექვსი სპორტსმენის წინააღმდეგ. ისინი არიან ჯერ-ჯერობით ბოლო ჯგუფი ათლეტებისა, რომლებიც დოპინგის გამოყენებაში ამხილეს პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიადების დროს აღებული სინჯების ხელახლა, გაუმჯობესებული მეთოდით შემოწმების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG