Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონიოში გაიმართება ზღვაში დაკარგული სამხედროების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია


გონიოში დღეს გაიმართება ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება,ცერემონია მოეწყობა გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალთა ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჯარისკაცების სამხედრო-საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან. ცერემონიის ფარგლებში, ზღვაში ყვავილებს გაუშვებენ.

XS
SM
MD
LG