Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში მიმდინარეობს მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში


გალში მიმდინარეობს მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გალის ოფისში შეკრებილი არიან საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები. თბილისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, გალის შეხვედრა დღეს მეოთხედ იმართება. წინა სამი შეხვედრის მთავარი თემა იყო სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. ამ საკითხის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის არის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.

XS
SM
MD
LG