Accessibility links

კვიპროსში, სავარაუდოდ, მცირე ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა


სამხრეთ კვიპროსში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჩამოვარდა მცირე ზომის მეტეორიტი. ნიქოზიისა და ლიმასოლის მრავალი მცხოვრების თქმით, ნაშუაღამევს მათ დაინახეს, რომ ცაში რაღაცამ გაიელვა, შემდეგ კი გაიგონეს აფეთქების ხმა. პოლიციაში დარეკა ასობით შეშფოთებულმა მოქალაქემ. მხვერპლზე ან ნგრევაზე არაფერს იტყობინებიან. მიმდინარეობს კოსმოსური სხეულის შესაძლო ნამსხვრევების ძებნა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მეტეორიტის ჩამოვარდნა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მაგრამ ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია.

XS
SM
MD
LG