Accessibility links

logo-print

ეუთო: არჩევნები ბელორუსიაში შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრისაგან


ბელორუსიის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კენტ ჰარსტეტის შეფასებით, არჩევნები შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრისაგან. როგორც ჰარსტეტმა მინსკში უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, არჩევნების დროს იმდენი დარღვევა აღირიცხა, რომ პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა იყო გარკვეული წინსვლაც. მან დასძინა, რომ შეუძლებელია ენდო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რადგან ბელორუსიას შესაცვლელი აქვს საარჩევნო კანონები და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესები. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტის მანდატები მოიპოვა ორმა ოპოზიციონერმა კანდიდატმაც. „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის“ წევრი ჰანა კანაპატსკაია და დამოუკიდებელი კანდიდატი ალენა ანისიმი არიან პირველი ოპოზიციონერი კანდიდატები, რომლებიც ბოლო 20 წელიწადში პარლამენტში ხვდებიან. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოკავშირეები დომინირებენ. ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 74,32%.

XS
SM
MD
LG