Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, გაზით ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ჰოსპიტალიზებულია 11 ადამიანი


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით 3000-მდე ზარი შევიდა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, სამსახურში მას განუცხადეს, რომ მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განცხადებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს. ”ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. შექმნილი მდგომარეობაზე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG