Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: აღმოსავლეთ უკრაინაში, ძირითადად, იცავენ ზავს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც ჩანს, იცავენ ბოლოხანს გამოცხადებულ ზავს. „ჯერ ნაადრევია, მაგრამ იმედისმომცემია ეუთოს მეთვალყურეებისაგან იმის მოსმენა, რომ შუაღამის შემდეგ ზავს, ძირითადად, იცავენ" - განაცხადა შტაინმაიერმა 15 სექტემბერს ქალაქ კრამატორსკში ვიზიტისას. კრამატორსკს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მთავრობის ჯარები აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, ალექსანდრ მოტუზიანიკი აცხადებს, რომ შუამაღის შემდეგ სეპარატისტებმა ექვსჯერ დაარღვიეს ზავი. თავის მხრივ, სეპარატისტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ძალების პოზიციებზე, ჭურვებით იქნა მიტანილი იერიში. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტების ლიდერებმა 14 სექტემბერს ცალმხრივი წესით გამოაცხადეს ზავი და შტაინმაიერმა მომდევნო დღეს კიევში ვიზიტის დროს თქვა, რომ უკრაინის ლიდერებიც დათანხმდნენ ზავის დაცვას. 2014 წლის აპრილში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, გაეროს ბოლო მონაცემებით, 9600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG