Accessibility links

წინასაარჩევნო მემორანდუმის სამუშაო ვარიანტს საზოგადოება მიმდინარე კვირაში გაეცნობა


„ქართულ ოცნებას“ მზად აქვს საარჩევნოდ პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის სამუშაო ვარიანტი, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება. „ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს მოჰყავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მემორანდუმის ხელმოწერის საკითხზე პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმდინარე კონსულტაციები მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს. კობახიძის განმარტებით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, არ უნდა მივიდნენ სხვა პარტიის წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდებაო, თქვა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარტიები შეუერთდებიან „ქართული ოცნების“ წინადადებას და ხელს მოაწერენ მემორანდუმს.

XS
SM
MD
LG