Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს ავღანური წარმოშობის 28 წლის კაცს


აშშ-ში მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს 28 წლის მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია ნიუ-იორკში, მანჰეტენში, 17 სექტემბერს აფეთქების მოწყობაში და რომელიც 19 სექტემბერს დააკავეს პოლიციელებთან ურთიერთსროლის შემდეგ. ნიუ-ჯერსის შტატის პროკურორმა 19 სექტემბრის საღამოს გამოაცხადა ამერიკის მოქალაქის, წარმოშობით ავღანელი აჰმად ხან რაჰმანისათვის ბრალდების წაყენების შესახებ. მანამდე რაჰმანი დაიჭრა, როცა სროლა მოჰყვა მისი მხრიდან დაკავების თავიდან აცილების მცდელობას. ის საავადმყოფოში იმყოფება.ის დააკავეს ნიუ-ჯერსის შტატში, ნიუ-იორკიდან 30-მდე კილომეტრში. სროლის დროს დაიჭრა ორი პოლიციელიც. გამომძიებლების თქმით, მან ორი ბომბი დაამონტაჟა. 17 სექტემბერისერთი აფეთქების შედეგად დაშავდა 31 ადამიანი.მეორე ბომბი არ აფეთქდა.კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა იმავე დღეს ნიუ ჯერსიში, მაგრამუვნებელი გამოდგა. რაჰამის ბრალად სდებენ, რომ ერთი ბომბი ნაგვის ყუთში დატოვა ნიუ ჯერსის სხვა ქალაქში.

XS
SM
MD
LG