Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კაროლინაში ისევ მოხდა არეულობა შავკანიანის მოკვლის გასაპროტესტებელი აქციის დროს


შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში ზედიზედ მეორე საღამოს მოხდა არეულობა: ასობით დემონსტრანტი დაუპირისპირდა პოლიციელებს 20 სექტემბერს შავკანიანი მამაკაცის მოკვლის გამო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო პოლიციის დახმარება მოითხოვა. ქალაქ შარლოტში შავკანიანის მოკვლით გამოწვეულ გამოსვლებს წინ უსწრებდა შავკანიანების მიმართ პოლიციელების აგრესიის გასაპროტესტებელი აქციები შეერთებული შტატების არაერთ სხვა ქალაქში. 21 სექტემბრის საღამოს შარლოტში მძიმედ დაიჭრა ერთი დემონსტრანტი. 20 სექტემბრის საღამოს კი, სულ ცოტა, 16 პოლიციელი დაშავდა, როცა სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც ქვებს ისროდნენ და ცოტა ხნით ჩაკეტეს ავტოტრასა. 20 სექტემბერს 43 წლის კიტ სკოტის სიკვდილთან დაკავშირებით, პოლიცია აცხადებს, რომ ის შეიარაღებული იყო და პოლიციელების მოთხოვნებს უგულებელყოფდა, როცა ესროლეს. მაგრამ სკოტის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მოკლულს ხელში წიგნი ეჭირა და არა იარაღი.

XS
SM
MD
LG