Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიუსელდორფის აეროპორტში დააკავეს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქე


გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, დიუსელდორფის აეროპორტში დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული გერმანიის მოქალაქე, რომელიც, ცნობის თანახმად, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. 24 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 22 წლის მამაკაცს ბრალად ედება 2015 წლის აგვისტოში სირიაში წასვლა „ისლამურ სახელმწიფოში“ გასაწევრიანებლად. ვარაუდობენ, რომ მან საბრძოლო მომზადება გაიარა ერთ-ერთ ბანაკში. ის ასევე ეჭვმიტანილია იმაში, რომ მოუწოდებდა გერმანიის სხვა მოქალაქეებს, შეუერთდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“. განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილმა ზამთარში დატოვა სირია და თურქეთში დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG