Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ


23 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან მიაგეს პატივი პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 სექტემბერს უწოდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. “ამ ომის შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირია და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს თავიდანვე არ ჰყავდა მოგებული“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ყველამ უნდა იფიქროს მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანებასა და აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას გმირთა მემორიალთან მიაგო პატივი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნა და ქვეყნის გაერთიანება იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი, ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამისთვის ვმუშაობთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG